საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაცია
Association of Family Doctors of Georgia

+995 599 105 087
info@afdg.ge
Association of Family Doctors of Georgia

პროფესიონალებისთვის

ექიმის საქმიანობის ეთიკური და სამართლებრივი საკითხები


აქ განთავსებულია დოკუმენტები, რომლებიც ან საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაციის, ან მისი წევრების მონაწილეობით არის მომზადებული და ეხება პროფესიონალიზმს მედიცინაში, ექიმისა საქმიანობის ეთიკურ და სამართლებრივ საკითხებს და პაციენტის უფლებებს.

კომუნიკაციის სტანდარტები


საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაციის წევრების გურამ კიკნაძის, გივი ჯავაშვილის და ნინო კიკნაძის მიერ მომზადებულია „კომუნიკაციის სტანდარტები სამედიცინო დაწესებულებებისთვის“.

დოკუმენტის პირველი ვერსია გამოიცა 2020 წელს. კომუნიკაციის სტანდარტები გადამუშავდა და განმეორებით გამოიცა 2023 წელს დასახელებით „კომუნიკაციის სტანდარტები სამედიცინო დაწესებულებებისთვის ეთიკასა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სამედიცინო პრაქტიკის ხელშესაწყობად“. კომუნიკაციის სტანდარტების თემატური რედაქტორია თამარ კურტანიძე.

დოკუმენტში ასახულია კომუნიკაციის შემდეგი 11 სტანდარტი, რომლებიც ექიმის საქმიანობის სხვადასხვა სფეროს ეხება:

  1. პაციენტზე ორიენტირებული კომუნიკაცია;
  2. ინფორმირებული თანხმობის მიღება;
  3. ბავშვზე ორიენტირებული კომუნიკაცია;
  4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტი;
  5. სერიოზული ინფორმაციის („ცუდი ამბების“) მიწოდება;
  6. პაციენტის მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება სიცოცხლის დასასრულს;
  7. წარმატებული თანამშრომლობის პრინციპები და ურთიერთობის ეტიკეტი;
  8. კონსილიუმის მოწვევა და მისი საქმიანობა;
  9. ეთიკის კომიტეტისადმი საკითხის წარდგენა და მისი განხილვა;
  10. ურთიერთობა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან;
  11. სოციალური მედია და ექიმები.

დოკუმენტის სრული ელექტრონული ვერსია მოცემულია ბმულზე.

უწყვეტი სამედიცინო განათლების რესურსები