ასოციაციის წევრობა არის ინდივიდუალური და კოლექტიური.
ასოციაციის წევრი შეიძლება იყოს ასოციაციის საქმიანობით დაინტერესებული ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აღიარებს ასოციაციის წესდებას, უშუალოდ მონაწილეობს მისი მიზნებისა და ამოცანების რეალიზაციაში და რეგულარულად იხდის საწევრო გადასახადებს.
ასოციაციაში გაწევრიანების მსურველი ავსებს განცხადების ფორმას და უგზავნის გამგეობას.
ასოციაციის წევრობის მსურველის განცხადების ფორმა იხ. ბმულზე.
ასოციაციაში წევრად მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ასოციაციის გამგეობა წერილობითი განცხადების განხილვის
საფუძველზე.
ასოციაციის წევრის უფლება-მოვალეობები
ასოციაციის წევრს უფლება აქვს:
- მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და არჩეულ იქნას ასოციაციის გამგეობაში და კომისიებში;
- მოითხოვოს სამართლებრივი ინტერესებისა და უფლებების დაცვა;
- ისარგებლონ ასოციაციის საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.
ასოციაციის წევრი ვალდებულია:
- დაიცვას ასოციაციის წესდების მოთხოვნები;
- თავისი საქმიანობით ხელი შეუწყოს ასოციაციის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას;
- არ დაუშვას ასოციაციის სახელისა და საქმიანობის დისკრედიტაცია;
- დროულად გადაიხადოს საწევრო შენატანები;
- არ გაამჟღავნოს ასოციაციის კონფიდენციალური ინფორმაცია.