ქვემოთ ჩამოთვლილია აქტივობები, რომელთაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ახორციელებს ასოციაცია. აქ მითითებული პროექტების ნაწილი დაწყებულია 2022 წელს, ნაწილის კი 2023 წელს. 2022 წელს დაწყებული საქმიანობის ძირითადი ნაწილი ახლაც გრძელდება.
- უსგ პროგრამა „კომუნიკაციის სტანდარტების დანერგვა სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის უფლებების დაცვის ხელშესაწყობად“.
-
პროგრამა აკრედიტებულია პროფესიული განვითარების საბჭოს 2022 წლის 7 სექტემბრის N24 სხდომის გადაწყვეტილებით - აკრედიტაციის N0379. პროგრამა განისაზღვრა, ყველა საექიმო სპეციალობაში სერტიფიცირებული ექიმისათვის და მას პროგრამას მიენიჭა I ტიპის 12 კრედიტ-ქულა. პროგრამა ჩატარდა რამდენჯერმე 2022-23 წლებში და მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც ოჯახის ექიმებმა, ისე სხვა სპეციალობის ექიმებმა.
- 2022 წელს საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაციამ პროექტის „კოვიდ-19 ის მართვა და ვაქცინაცია, ვაქცინაციის კომუნიკაცია საქართველოს პირველადი ჯანდაცვის რგოლის პროფესიონალებისთვის“ ფარგლებში, ჯანმოს საქართველოს ოფისთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ჩაატარა პირველადი ჯანდაცვის (პჯდ) დაწესებულებების სამედიცნო პერსონალის მზადებას წინასწარ შემუშავებული სასწავლო პროგრამის საფუძველზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
-
სასწავლო კურსები ჩატარდა 3 ფაზად. პირველ ფაზაში ტრეინინგები ჩატარდა თბილისის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში და მოცული იყო 347 პჯდ პერსონალი.
მეორე ფაზაში ტრეინინგები ჩატარდა რეგიონებში (გურია, რაჭა-ლეჩხუმი, შიდა ქართლი და იმერეთი). სულ ტრენინგი ჩატარდა 47 ჯგუფში და მოცული იყო 806 პჯდ პერსონალი.
- 2022 წელს ასოციაციამ, ასევე ჯანმოს საქართველოს ოფისთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ჩაატარა პირველადი ჯანდაცვის (პჯდ) დაწესებულებების სამედიცნო პერსონალის მზადება პროგრამით „კოვიდ-19-ის მართვა პირველადი ჯანდაცვის პერსონალისთვის“.
-
სასწავლო კურსი ჩატარდა ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოსა და აჭარაში. სულ ჩატარდა 15 დასწრებული და 1 ონლაინ ტრენინგი 239 მონაწილისთვის.
- 2022 წელს საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაციამ, კვლავ ჯანმოს საქართველოს ოფისთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ჩაატარა სამეგრელოს, ზემო სვანეთის და ქვემო ქართლის პირველადი ჯანდაცვის (პჯდ) დაწესებულებების სამედიცნო პერსონალის მზადება პროგრამით „კოვიდ-19 ის მართვა და ვაქცინაცია, ვაქცინაციის კომუნიკაცია საქართველოს პირველადი ჯანდაცვის რგოლის პროფესიონალებისთვის“.
-
სულ ჩატარდა 31 ტრენინგი 561 პჯდ პერსონალისთვის.
- 2023 წელს ასოციაციამ ჯანმოს საქართველოს ოფისთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ჩაატარა იმუნიზაციის მხარდამჭერი მეთვალყურეობა თბილსში, სამეგრელო, ზემო სვანეთის, გურიის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.
-
სულ მოცული იყო 565 პჯდ დაწესებულება, 887 პჯდ ექიმი და 735 ექთანი.
- 2023 წელი: უსგ პროგრამა „კომუნიკაცია, ეთიკისა და სამართლის საკითხები სამედიცინო პერსონალის საქმიანობაში“.
-
პროგრამა მომზადდა გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობის საფუძველზე და მასში ჩართულნი იყვნენ ექსპერტები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციებიდან, მათ შორის, ღასან ხალილი - გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში და ნიდერლანდების პედიატრიული საზოგადოების პრეზიდენტი კაროლი ილი.
პროგრამა აკრედიტებულია პროფესიული განვითარების საბჭოს 2023 წლის 10 მარტის N 6 სხდომის გადაწყვეტილებით - აკრედიტაციის N0431. პროგრამას მიენიჭა I ტიპის 6-უპგ ქულა. პროგრამა ჩატარდა რამდენჯერმე და მასში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ასეულმა ექიმმა.
- 2023 წელს საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაციამ ჩაატარა სასწავლო კურსი პედიატრიული კლინიკის მედპერსონალისთვის თემაზე “პედიატრიული ხანგრძლივი მოვლა”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო „პრივატ-კლინიკის“ 36-მა ექიმმა.
- ამჟამად (2023 წლის დეკემბერში) ასოციაციის სააკრედიტაციოდ წარდგენილი აქვს ონალის უსგ-პროგრამა „ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგი“, რომელიც ელექტრონულ პლატფორმაზეა დაფუძნებული.
- 2023 წელს საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაცია გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერითა და მასთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე გეგმავს სასწავლო კურსის „კომუნიკაცია, ეთიკისა და სამართლის საკითხები სამედიცინო პერსონალის საქმიანობაში“ განხორციელებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.